Thursday, July 28, 2011

საბა-უსაფლავო მოღვაწე


1.პროექტის სახელი: რატომ არ გვაქვს ქართველებს სულხან-საბა ორბელიანის საფლავი.

2.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ სულხან საბა ორბელიანის ბიოგრაფიას და განსაკუთრებით მისი გარდაცვალების დეტალებს, გაეცნობიან იმ ვითარებას რის გამოც დაიკარგა საფლავი

3.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ორბელიანების გვარის ისტორიას, მათი ოჯახის შესახებ მოიძიებენ ინფორმაციას, სად ცხოვრობდნენ, ვინ იყვნენ მათი ნათესავები, სად დაიბადა და გაიზარდა სულხანი, რა პრობლემების გამო იმოგზაურა მან სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი იყო მისი მოგზაურობის შედეგები, რამ განაპირობა მართლმადიდებლობის კათოლიკობით შეცვლა, როგორ წარიმართა უკანასკნელი მოგზაურობა, სიკვდილი... საფლავი სვეხსვიატსკოეს მონასტერში...საბჭოთა ეპოქის დაუნდობელი წლები..ამ ინფორმაციის მისაღებად ვისარგებლებთ სხვადასხვა ლიტერატურით,ინტერნეტით, წავალთ ექსკურსიაზე ტანძიაში.
4.
მონაწილეთა ასაკი / კლასები - X-XI
5.
ვადები-ხანგრძლივობა: 2 თვე, ოქტომბერი, ნოემბერი
6.
პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიები, ანალიზი, ნამუშევრების განთავსებები ბლოგზე, თვალსაჩინოებების შექმნა

7.
მოსალიდნელი შედეგები: ინტერნეტის ბლოგებზე დაიდება კვლევის შედეგები და თვით კითხვაც: “რატომ დაიკარგა საფლავი ?”და ამის საფუძველზე დაინტერესდება ბევრი ადამიანი
სკოლაში გაკეთდება სულხან საბას კუთხე.მოეწყობა პრეზენტაცია-ჩვენება პროექტის შედეგად მოძიებული მასალების გამოყენებით.
8.
სარგებელი სხვებისათვის: ) მოსწავლეები გაამდიდრებენ ინფორმაციას სულხან-საბა ორბელიანის შესახებ.) მოსწავლეები დაიწყებენ გამოკვლევებსსხვისი საფლავებიდა ინტერნეტზე დაიდება ინფორმაცია უპატრონოდ მიტოვებული საფლავების შესახებ
9.
სამუშაო ენა: ქართული
10.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში, ისტორიაში(შეისწავლიან XVII- XVIII და XX საუკ
11
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ციალა ჭიხვარია. ჩოხატაურის რაიონი  ერკეთის საჯარო სკოლა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
13.
ელ-ფოსტა:cialachixvaria@gmail.com

.

No comments:

Post a Comment